English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘
ადამიანი, ვისთვისაც უნივერსიტეტის პროფესორობა ყველაზე დიდი თანამდებობა იყო

„...მრავლ არიან ჩინებულნი და მცირედ - რჩეულნი"

სახარება მათესაგან (22, 2-14) 

 ერთი წელი გავიდა ბატონი  ნოდარის გარდაცვალებიდან ..... ამ ხნის მანძილზე მთელი მისი   ადრეულად შეწყვეტილი  ცხოვრების გააზრება მოხდა. ბევრი რამ  შეიცვალა და გადაფასდა. ...მივხვდი,  რომ ბატონი  ნოდარი წარსული არასოდეს იქნება ჩვენთვის - იმ ხალხისთვის,   ვინც მასთან ერთად და მის გვერდით ქმნიდა და აშენებდა ლაღ, წარმატებულ, მეგობრობასა   და პროფესიონალიზმზე, ურთიერთპატივისცემასა და თანადგომაზე დამყარებულ   ურთიერთობებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ერთად მუშაობა. თითქმის ყოველდღე   მისი სიტყვები მახსენდება: " - არაფერიარფასობსისე, როგორცსიმართლე...“

 ძალიან, ძალიან ცოტაა 49 წელი იმისათვის, რომ ამდენი სიკეთის კეთება მოასწროს ერთმა   ადამიანმა. უცნობი თუ ნაცნობი, ამდენი ჩუმად ატირებული ადამიანი, ამდენი გულთბილი   პოსტი თუ საჯარო გამოსვლა ძნელად თუ მახსენდება...... ასე უყვარდათ და უყვართ ბატონი ნოდარი იმ თაობას, სადაც ერთხელ მაინც შესულა და ერთი ლექცია მაინც წაუკითხავს:

„ჩემსლექცია-სემინარებისცხრილშიარისერთიასეთისექტორი:[1]

"საზოგადოებრივისექტორისეკონომიკა - ლექცია - ნოდარხადური. ოთხშაბათი 20:00". წავიკითხავ. ვხურავ... ისევგავხსნიცხრილს, ისევვკითხულობ. ყოველგადაკითხვაზეჩვეულებრივზემეტადდასევდიანებულიდაგაკვირვებულიჩავკეცავგვერდს. საფუძვლიანადკვლავარმაქვსგააზრებულიროგორუნდაჩავიარომეხუთესართულზე (ჩემიმეხუთესართული ისე, რომაღარმქონდესლაღი, მხიარული, მორიდებულიდასაქმიანიბატონინოდარისხილვისმოლოდინი.

„რამდენი წლის მანძილზე სჯეროდა ჩემი და მხარს მიჭერდა. ჩემთვის ბატონი ნოდარი დარჩება როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  განვითარების ნაღდი გულშემატკივარი. განვითარება და პროგრესი მისი ხელწერა იყო!“

დაუსრულებლად შეიძლება აქ  იმ სტუდენტების სიტყვათა ამონარიდი მოვიყვანო, რომელთა გულისტკივილიც იმ მოგონებათა წიგნში შევა, რომელიც იწერება. აქ კი ამ გახსენებითაც ნათელია, რა სიყვარულის მატარებელი იყო ლექტორი, პროფესორი  - ნოდარ ხადური.

ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება ბატონი ნოდარის სახელის უკვდასაყოფად: მისი სახელობის ეროვნული კონფერენცია, ბატონი ნოდარის სახელობის პრემია წარმატებულ ახალგაზრდა მეცნიერის ნაშრომს,  ქვეშის ( გორის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლისთვის ნოდარ ხადურის სახელის მინიჭება.. ეს მცირედი ჩამონათვალია, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.. და არიან ადამიანები, ვინც არასოდეს დაივიწყებს და ყოველთვის ხელს შეუწყობს მისი სახელის უკვდაყოფას.

 ეს ტკივილნარევი გახსენება კი  მინდა მისი მეგობრის -  ერთ-ერთი პროფესორის სიტყვებით დავასრულო, რომლის აზრს ყველა მისი უმცროსი თუ უფროსი კოლეგა  იზიარებს :„ეს ხანმოკლე სიცოცხლე ამ სიყვარულის ფასად ღირდა.... სიკვდილიც კი რა უფერული აღმოჩნდა შენთან.... არადა რა გულნატკენი გაგაცილეთ, ნოდარ!  “სიკვდილს მაინც ნუ დავარქმევთ გარდაცვალებას!“... მადლობა სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის, ერთგულებისთვის და კიდევ ბევრი დაფარული, გაუმჟღავნებელი და უთქმელი სიკეთისთვის....შეხვედრამდე იმ საუფლოში!“

და მართლაც " - არაფერი არ ფასობს ისე, როგორც სიმართლე...“!!!!

სიმართლე კი იმ სიყვარულშია, რომელიც თან  გაჰყვა ამ საოცარ პიროვნებას!!!

ნაზირა კაკულია

მაკროეკონომიკის კათედრის

ასოცირებული პროფესორი


[1] დახრილი ასოებით მისი სტუდენტების ჩანაწერებია